ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- გაიგე? ვიღაცას დაურეკავს პარლამენტში, ბომბიაო...

- ეჰ, ვინ მოგვცა ჩვენ მაგის იღბალი, ტყუილი აღმოჩნდა.

ჩემი ქალი მობილური ტელეფონივითაა, - ეუბნება ერთი მეგობარი მეორეს, - როცა ანგარიშზე ფული არა მაქვს, ის დროებით მიუწვდომელია.

კახეთში ჩავიდა სასიძო ქალის დასანიშნად. დახვდა სასიმამრო, გადაეხვია და ეუბნება:

- აჰა, მანქანის გასაღები, უხმარია, გოგო კიდევ - არა უშავს...

ძმაკაცი ეუბნება ძმაკაცს: - გუშინ დაბადების დღიდან პირდაპირ კაზინოში წავედი ჩემი 10.000-დოლარიანი მანქანით. -მერე? მერე, იქიდან  20.000-დოლარიანი ყვითელი ავტობუსით წამოვედი,-უპასუხა ძმაკაცმა.

გურულმა მიიყვანა ცოლი ექიმთან. ექიმმა გასინჯა და ეუბნება:

- რაღაც, არ მომწონს თქვენი ცოლი...

- მაი, ძამა, არც მე მომწონს, მარა ბაღნებს უყვართ ნამეტანი...