ვინ რა წიგნი უნდა წაიკითხოს?
აგვისტო დადგა და მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა, პოლიტიკოსებიც და არაპოლიტიკოსებიც დასასვენებლად ემზადებიან. ზოგი ზღვაზე წავა, ზოგიც - მთაში, ზოგი თბილისში დარჩება და ზოგიც - ქუთაისში, მაგრამ ალბათ, სადაც უნდა იყვნენ, წიგნს აუცილებლად წაიკითხავენ, გადავწყვიტეთ, პოლიტიკოსებს ვურჩიოთ, რომელი ნაწარმოებები წაიკითხონ.
პაატა ზაქარეიშვილი - ივანე ტურგენევის "მუმუ".
თეა წულუკიანი - ჯეკ ლონდონის "დიდი სახლის პატარა დიასახლისი".
ვანო მერაბიშვილი - ლაშა თაბუკაშვილის "დარაბებს მიღმა გაზაფხულია".
გიორგი მარგველაშვილი - გაბრიელ ტროეპოლსკის "შავყურა თეთრი ბიმი".
დავით ბაქრაძე - აიზეკ აზიმოვის "მე, რობოტი".
არასაპარლამენტო ოპოზიცია - ვიქტორ ჰიუგოს "საბრალონი".
ბაჩო ახალაია - ვაჟა-ფშაველას "შვლის ნუკრის ნაამბობი".
ნაციონალური მოძრაობა - მარგარეტ მიტჩელის "ქარწაღებულნი".
მიხეილ სააკაშვილი - კენ კიზის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა".
ირაკლი ღარიბაშვილი - თეოდორ დოსტოევსკის "ყმაწვილი".
გია ხუხაშვილი - ფრიდრიხ ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრა".
კობა დავითაშვილი - მაინ რიდის "უთავო მხედარი".
ირაკლი ალასანია - გი დე მოპასანის "ლამაზი მეგობარი".
გიორგი თარგამაძე - სტენდალის "წითელი და შავი".
გიგი უგულავა - ჯონ მილტონის "დაკარგული სამოთხე".
შალვა ნათელაშვილი - დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია".
ბიძინა ივანიშვილი - მორ იოკაის "ოქროკაცი".
უსუფაშვილი-ხიდაშელი - მიხაილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა".
არჩილ კბილაშვილი - ბორის დავითაიას "გამომძიებელი ქალი შორენა".
ირაკლი შიხიაშვილი - შიო გვეტაძის "მონანიება".