ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- კარგი გოგო უნდა გაგირიგო.…

- დიპლომი აქვს?

- ორი: ჯავახიშვილის დიპლომიც აქვს და სამხარაულისაც.

ბავშვების დიალოგი:

- შენს მშობლებს მულტფილმების ეშინიათ?

- არა, შენსას?

- ჩემს მშობლებს ისე ეშინიათ, როგორც კი ჩამირთავენ მულტფილმებს, თვითონ საძინებელში შეცვივდებიან, გადაიფარებენ საბანს და კანკალებენ.

ბანკს ძარცვავენ. მძარცველს ნიღაბი ჩამოუვარდება, მიდის მოლარესთან და ეკითხება:

- ჩემი სახე დაინახე?

- კი.

მძარცველი ესვრის და კლავს.

- კიდევ ვინ დაინახა ჩემი სახე?

იატაკზე დაწოლილი ჭიჭიკია თავს წამოსწევს და ეუბნება:

- ჩემმა სიდედრმა დაგინახათ, ბატონო, აქედან 200 მეტრში ცხოვრობს.

ცოლი ნახევარსაათიანი ლაპარაკის შემდეგ ყურმილს დებს. ქმარი ეკითხება:

- რა იყო, ძვირფასო, საუბარი ასე მალე რატომ დაამთავრე?

- სხვაგან მოვხვდი, - პასუხობს ცოლი.

მიხო მაგარ პახმელიაზეა. შევარდა გურჯაანის გასტრონომში და ლუდი მოითხოვა.

- ვისაც თავის ცოლისდასთან საქმე არა ქონია, იმაი გაუმარჯოსო, - თქვა, მიიყუდა ბოთლი და ყლურწავს გემოზე.

ნოქარი უყურებს სიცილით.

- რა გაცინებსო, - შეუბღვირა მიხომ.

- იმაზე მეცინება, რომა წეღან შენი ქვისლი იყო და იმანაც ეგრე თქვა.