ანეკდოტები
05-08-2013
ანეკდოტები
- კარგი გოგო უნდა გაგირიგო.…
- დიპლომი აქვს?
- ორი: ჯავახიშვილის დიპლომიც აქვს და სამხარაულისაც.







ბავშვების დიალოგი:
- შენს მშობლებს მულტფილმების ეშინიათ?
- არა, შენსას?
- ჩემს მშობლებს ისე ეშინიათ, როგორც კი ჩამირთავენ მულტფილმებს, თვითონ საძინებელში შეცვივდებიან, გადაიფარებენ საბანს და კანკალებენ.


ბანკს ძარცვავენ. მძარცველს ნიღაბი ჩამოუვარდება, მიდის მოლარესთან და ეკითხება:
- ჩემი სახე დაინახე?
- კი.
მძარცველი ესვრის და კლავს.
- კიდევ ვინ დაინახა ჩემი სახე?
იატაკზე დაწოლილი ჭიჭიკია თავს
წამოსწევს და ეუბნება:
- ჩემმა სიდედრმა დაგინახათ, ბატონო, აქედან 200 მეტრში ცხოვრობს.

ცოლი ნახევარსაათიანი ლაპარაკის შემდეგ ყურმილს დებს. ქმარი ეკითხება:
- რა იყო, ძვირფასო, საუბარი ასე მალე რატომ დაამთავრე?
- სხვაგან მოვხვდი, - პასუხობს ცოლი.



მიხო მაგარ პახმელიაზეა. შევარდა გურჯაანის გასტრონომში და ლუდი მოითხოვა.
-
ვისაც თავის ცოლისდასთან საქმე არა ქონია, იმაი გაუმარჯოსო, - თქვა, მიიყუდა ბოთლი და ყლურწავს გემოზე.
ნოქარი უყურებს სიცილით.
- რა გაცინებსო, - შეუბღვირა მიხომ.
- იმაზე მეცინება, რომა წეღან შენი ქვისლი იყო და იმანაც ეგრე თქვა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?