ოყნა სად ვიპოვო?
12-08-2013
ოყნა სად ვიპოვო?
ოთხმოციან წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე ლექციების კურსს სამოქალაქო  თავდაცვაში გვიკითხავდა გადამდგარი გენერალ-მაიორი პავლე აბრამიძე. ბატონი პავლე გამოირჩეოდა თავისი იუმორით. ერთ-ერთ ლექციაზე გვიხსნიდა, რომ ბირთვული იარაღის აფეთქების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, საჭირო იყო ოყნით კუჭ-ნაწლავის გამორეცხვა, რათა ორგანიზმიდან გამოდევნილიყო რადიაციის კვალი.

- კი მაგრამ, პატივცემულო, ატომური ბომბის აფეთქების დროს ოყნა სად ვიპოვოთ? - ირონიულად იკითხა ჩემმა ჯგუფელმა.
- ხუნწარია! - სათვალის ზემოდან გახედა ონავარ სტუდენტს გენერალმა, - მაგ
დროს ოყნას კი იპოვი, შვილო, ტრ..-ს თუ მიაგენი.…
ადვილად წარმოიდგენთ, აუდიტორიაში რა მოხდებოდა.

პაატა ბ. თბილისი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით