ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- უსმენ, რას ამბობს მედვედევი? შეეგუეთ ახალ რეალობას და ვიმეგობროთო.

- კაცო, 200 წელია, სულ ახალ რეალობას ვეგუებით და მოვიდნენ თბილისამდე უკვე...

ცოლ-ქმარი ოქროს ქორწილს აღნიშნავს. ქმარი ეკითხება:

- 50 წელია ერთად ვცხოვრობთ და სიმართლე უნდა მითხრა. 7 ბიჭი გავზარდეთ, 6 ერთმანეთს ძალიან ჰგავს და მხოლოდ პირველია განსხვავებული. მითხარი, ხომ არ მღალატობდი?

- ვერ მოგატყუებ, ძვირფასო, გღალატობდი.

- და ვინ არის იმ პირველის მამა?

- შენ.

ჯენტლმენი უდაბნოშია და ტუალეტს ვერ პოულობს. ხვდება ჭიჭიკიას და ეკითხება:

- აქ ტუალეტი სად არის?

ჭიჭიკია გაკვირვებული უყურებს. მერე ეუბნება:

- დღეს რა დღეა?

- ორშაბათი.

- ჰოდა, ხუთშაბათამდე პირდაპირ იარე და მერე მარცხნივ.

- რაღაც გახარებული ჩანხარ.

- ბიჭი შემეძინა.

- ოჰო, გილოცავ, მოვალ შენთან, აბა, და აღვნიშნოთ.

- მოიცა კაცო, სად მოხვალ, ცოლისთვის კი არ მითქვამს...