რას ვისი სახელი უნდა ეწოდოს - კვირის პალიტრა

რას ვისი სახელი უნდა ეწოდოს

მოგეხსენებათ, წინა კვირას თბილისის საკრებულო დიდხანს მსჯელობდა "ვარდების მოედნის" სახელის შეცვლაზე. საუბარი იყო იმაზეც,  რომ აეროპორტს - ზვიად გამსახურდიას, ხოლო "ვარდების მოედანს" - მერაბ კოსტავას სახელი მინიჭებოდა.  გავა რამდენიმე წელი და შესაძლოა, დღევანდელი პოლიტიკოსების სახელიც მიანიჭონ რაიმეს, ამიტომ ჩვენ დავასწრებთ და შემოგთავაზებთ ჩვენს ვარიანტს, რომელი დღევანდელი პოლიტიკოსის თუ საზოგადო მოღვაწის სახელი რას უნდა მიენიჭოს:

გიორგი მარგველაშვილის სახელობის საქსოვ-საგრეხი ფაბრიკა.

არჩილ კბილაშვილის სახელობის სათნოების სახლი.

ირაკლი ალასანიას სილამაზის სალონი.

ვაშლის წვენის საწარმო ,,ბაჩო ახალაია".

თემურ ქეცბაიას სახელობის საბალეტო სკოლა.

დამკრძალავი ბიურო ,,მაია ასათიანი".

დავით ბაქრაძის სახელობის მარიონეტების თეატრი.

მიხეილ სააკაშვილის სახელობის ჯართის მიმღები პუნქტი.

გიგი უგულავას სახელობის რკინის მრგვალი და წვრილი ბოძების საამქრო (სტრიპტიზბარებისთვის).

კობა დავითაშვილის სახელობის შაპიტო.

წყალქვეშა ნავი "გია ხუხაშვილი".

კონიაკი 80 წლის დაძველებით "გიგი წერეთელი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი".

შალვა ნათელაშვილის სახელობის კი შეიძლება იყოს მხოლოდ გიორგი გუგავა...