ქართული საოცრებები - კვირის პალიტრა

ქართული საოცრებები

ამას წინათ ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე წავიკითხეთ: თურმე პორტუგალიაში შეკრებილან მეცნიერები და 21-ე საუკუნის ახალი შვიდი საოცრება დაუსახელებიათ. უფრო მეტიც - მათ გადაწყვეტილი აქვთ, ყველა ქვეყანაში დაასახელონ ახალი საოცრებები. სანამ ეს პატივცემული ბატონები საქართველომდე მოვლენ, ჩვენ დავასწარით და ქართული საოცრებები აღმოვაჩინეთ. შვიდზე მეტი კი გამოვიდა, მაგრამ ჩვენ ხომ ყველაფრით გამორჩეული ერი ვართ, ჰოდა, გაეცანით თხუთმეტ ქართულ საოცრებას:

1. "ოპელის" ერთადერთი ტაქსი, რომელიც არ მუშაობს გაზზე.

2. 12-ლარიანი შაურმა.

3. საქართველოს პრეზიდენტობის უკლებლივ ყველა კანდიდატი.

4. მედიაში დამკვიდრებული ,,სანდო წყარო", რომელმაც ყველა კულუარული ინფორმაცია იცის.

5. "ცენტრ პოინტის" დამთავრებული ბინა დიდ დიღომში.

6. ბოლო 10 წელიწადში 7 თვე, როცა კონსტიტუცია არ შეცვლილა.

7. მეცნიერის მიერ ერთ-ერთ ბაზარში აღმოჩენილი გამყიდველის სასწორი, რომელიც ზუსტ წონას აჩვენებს.

8. გადაცემა "პროფილი".

9. თბილისში ახლახან გახსნილი მსოფლიო დონის სუპერმარკეტი, წარწერით: ,,ნისია სხვისია".

10. მეზობლის შეკითხვა სიძეს ქორწილის მეორე დღეს: ,,რა ქენი, ხო არ შეგვარცხვინე?"

11. მეოთხედ გამოყენებული, კოვზზე ძაფით დახვეული ჩაის ერთჯერადი პაკეტი.

12. ბიძინა ივანიშვილი - ერთადერთი ქართველი, რომელსაც არა აქვს ბანკის ვალი.

13. ყვითელ "მარშრუტკაში" მძღოლის გინების გარეშე ჩართული კონდიციონერი.

14. მიხეილ სააკაშვილის სახის გამომეტყველება 28 ოქტომბერს.