ანეკდოტები
- ჩვენ გადავიტანეთ მარაბდა, კრწანისი, ჯალალედინი, მურვან-ყრუ, შაჰ-აბასი...
- რას შვრები, კაცო, გაგიჟდი?
- "ტოტენჰემი"-"დინამოს" ვუყურებ და მაცალე, რა, ჩვენ გადავიტანეთ...
ძლიერი ღელვაა. მგზავრი მიდის კაპიტანთანA და ეკითხება:
- რა მანძილია უახლოეს მიწამდე?
- ორი კილომეტრი.
- მარჯვნივ თუ მარცხნივ?
- ქვემოთ.
- როგორ გაატარეთ ეს შაბათ-კვირა?
- რა ვიცი, აბა, მე მუზეუმში მინდოდა წასვლა, ცოლს კინოში.
- აჰა, გასაგებია... და კარგი ფილმი იყო?