რეკლამა და პოლიტიკა - კვირის პალიტრა

რეკლამა და პოლიტიკა

მოგეხსენებათ, დღევანდელ მსოფლიოში კარგ რეკლამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ მედიასაშუალებებში რის რეკლამას აღარ ნახავთ. ზოგიერთი პროდუქტის რეკლამა ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელია, თანაც სასიამოვნო საყურებელიც. ამას წინათ ვუყურებდით ქართულ ტელეარხებზე მოტრიალე უცხოური თუ ქართული პროდუქციის რეკლამებს და შევნიშნეთ, რომ ზოგიერთი სარეკლამო სლოგანი მშვენივრად მიესადაგება ჩვენს პოლიტიკოსებს. ჰოდა, ჩვენ გავიხსენეთ ძველი თუ ახალი რეკლამები, პროდუქციის ნაცვლად ჩავსვით პოლიტიკოსთა სახელები და აი, რა მივიღეთ:

ზურაბ ადეიშვილი - ,,არ გაამხილო "ნაციონალების" საიდუმლო! თუ არადა გიპოვით!"

მიხეილ სააკაშვილი - ,,ჩვენ ხომ შევთანხმდით?! - არრა! არ წავალ!!!"

ბიძინა ივანიშვილი – "მიმაქროლებს ოცნებებში სურვილიდან სურვილამდე, ბიძინა!"

გიორგი მარგველაშვილი - ,,აბა, შენ თუ ჭკვიანი ხარ, მიპასუხე, ივანიშვილის რეიტინგი 70 %-ია, რამდენი პროცენტი იქნება მარგველაშვილის რეიტინგი? - ასევე 70 %. - ბეეეე, 42 %"

გიგი უგულავა - ,,გაუზიარე ტენდერი ძმაკაცებს: გიოს, დათოს, კახას. ეს ჩვენ ვართ, თბილისის ბოსები!"

ირაკლი შიხიაშვილი - ,,გადმოდი ნათელ მხარეზე და ილაპარაკე შეუზღუდავად!"

შალვა ნათელაშვილი - ,,თუ თქვენ აირჩევთ ნათელაშვილს, მას უფასოდ მოჰყვება გუგავა!"

ვანო მერაბიშვილი - ,,იცხოვრეთ ლამაზად და მშვიდად, გლდანის ჟალუზები!"

ნინო ბურჯანაძე - "ბუმ, ბუმ, ბუმ! თუ ,,ოცნებაში"” იყავი ადრეო... ეო, ბუმ, ბუმ, ბუმ! გადმოდი ჩვენს მხარეზეო... ეო, მოდი და იკითხეო... ეო, ფასები შეადარეო...ეო!"

სალომე ზურაბიშვილი - "რამსიგრძე რიგია ცეესკოსთან, დროა, გავსინჯო პრეზიდენტობის კანდიდატობა."