ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- მგონი, ომი იწყება...

- ვინ ომობს?

- მსოფლიო სირია!..

- მსოფლიო "სირია"?!

- მამი, სკოლაში ბიჭები "ცისფერს" მეძახიან!

- მერე, ვერ დაუნგრევ ცხვირ-პირს?!

- რატო მა, იცი, რა საყვარლები არაინ?!.

ტიპმა ოქროს თევზი დაიჭირა. თევზმა:

- მეჩქარება, ჩქარა, ერთი სურვილი მითხარი და წავედი. ჩქარა, ჩქარა!

- ჩემ სახლში რაც დაეტევა, იმდენი ფული მინდა.

- კარგი, პრობლემა არ არის, წადი სახლში. უკვე შესრულებულია.

კაცი გავარდა სახლში და რას ხედავს = მაგიდაზე მარტო ერთი 5-ლარიანი დევს. გადაირია, გამოვარდა თევზთან:

- მეკაიფები, ხო?! რა არის ერთი 5-ლარიანი?!

თევზმა გაიკვირვა:

- ხომ მითხარი, იმდენი ფული მომეცი, რაც ჩემს სახლში დაეტევაო.

- კი, გითხარი!

- მერე, 5-ლარიანი არ ეტევა?