დახეული ჯინსი
16-09-2013
დახეული ჯინსი
ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაშინ, როცა პირველად შემოვიდა მოდაში დახეული ჯინსი. გუგა ბ-ძე მთელი წელი აგროვებდა ფულს, რომ ეს საოცნებო ჯინსი ეყიდა. ბოლოს, როგორც იქნა, მოაგროვა 80 ლარი, კვირა დღეს მაღაზიაში წავიდა და ოცნება აისრულა. გახარებულს სურდა, ყველასთვის ეჩვენებინა თავისი შენაძენი, ამიტომაც მომდევნო შაბათს ბებიასთან წავიდა სოფელში, იქაურ მეგობრებთანაც რომ მოეწონებინა თავი. სწორედ ამ დროს მოხდა მისთვის გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რომელსაც ახლა კი იხსენებს სიცილით, მაგრამ მაშინ კინაღამ თან
გადაჰყვა. როცა მეგობრები მოიარა და სახლში მივიდა, ბებო დაწოლილი დახვდა. დაღლილ გუგასაც მალე დაეძინა. დილით გაიღვიძა თუ არა, შარვლისკენ გაიხედა, მაგრამ სადღა იყო? გულგახეთქილი წამოვარდა ლოგინიდან და სწორედ ამ დროს გაღიმებული ბებო შემოვიდა ოთახში:

- იჩხუბე, ბებო გენაცვალოს, თუ სადმე გადავარდი? რას გიგავდა შარვალი, მთლად
დახეული იყო... მაგრამ ნუ გეშინია, ისე გამოვკერე, ვერავინ მიხვდება...
გუგას ყვირილი მთელმა სოფელმა გაიგონა...
მ. თარგმაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით