სიზმარი
- წუხელი სიზმარი ვნახე,
ნეტავ დედა რაო?
ალვის ხე რომ წამოიქცეს,
ნეტავ დედა რაო?
- ბიძინა წასვლას აპირებს,
ვაჰ, შენს დედასაო!
- ალვის ხეს ტოტები
სტყდება,
ნეტავ დედა რაო?
- ,,ოცნებიდან"” ხალხი
გარბის,
ვაჰ, შენს დედასაო!
- ბებომ წინდა
მომიქსოვა,
ნეტავ
დედა რაო?
- მარგველაშვილი მოიგებს,
ვაჰ, შენს
დედასაო!
- კაცს ვხედავდი,
ვერც ვხედავდი,
ნეტავ დედა რაო?
- ხუხაშვილი იქნებოდა,
ვაჰ, შენს დედასაო!
- სიზმარს ვიღაცა უსმენდა,
ნეტავ დედა რაო?
- ვანოსაც გამოუშვებენ,
ვაჰ, შენს დედასაო!
- ღია კარში ვერ შევდივარ,
ნეტავ დედა რაო?
- ,,ნატოს" კარი იქნებოდა,
ვაჰ, შენს დედასაო!
- სიზმარში მეცინებოდა,
ნეტავ დედა რაო?
- შალვა ბრიფინგს ჩაატარებს,
ვაჰ, შენს დედასაო!
- ბიძინა ანეკდოტს ჰყვება,
ნეტავ დედა რაო?
- საქართველო ატირდება,
ვაჰ, შენს დედასაო!
- 11 კუბო მიჰქონდათ,
ნეტავ დედა რაო?
- მალე ანდორაც
მოგვიგებს,
ვაჰ, შენს დედასაო!
- ვიღაც ტრუსს და პერანგს მხდიდა,
ნეტავ დედა რაო?
- ბანკის ვალს ვერ გადაიხდი,
ვაჰ, შენს დედასაო!
- ავლაბარში ციხე იდგა,
ნეტავ დედა რაო?
- 27-ში მიშა წავა,
ვაჰ, მის დედასაო!!!