გათხოვებაზე გამწარებული
23-09-2013
გათხოვებაზე გამწარებული
გოგი მთელი 30 წელი ერთსა და იმავე სამსახურში მუშაობდა. ისეთი კარგი სახელი ჰქონდა, ქალაქში უბინაოდ მყოფს, სამსახურის შენობაშივე მისცეს პატარა ოთახი.
50-ს გადაცილებულს ცოლი არ ჰყავდა. ნათესავები და მეგობრები ძალიან ნერვიულობდნენ და მაჭანკალს მაჭანკალზე გზავნიდნენ გასათხოვარ ქალებთან. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი წარმატებული გამოდგა და მხოლოდ გოგის თანხმობაღა იყო საჭირო.

- გადასარევი ქალია, - უთხრა მაჭანკალმა, - თანახმაა, ცოლად გამოგყვეს.
- კი მაგრამ, მე რომ პატრონი არ მყავს, იცის?
- ჰკითხა გოგიმ.
- როგორ არ იცის, ვუთხარი.
- დაბალი ხელფასი რომ მაქვს, ისიც უთხარი?
- რა თქმა უნდა, რატომ დავუმალავდი?
- სახლი რომ არ მაქვს და სამსახურში ვცხოვრობ?
- ეგეც ვუთხარი, დამალვას აზრი არა აქვს...
- და მაინც თანახმაა, გამომყვეს? - გაოცდა გოგი.
- კი, თანახმაა, -
დაუდასტურა მაჭანკალმა.
- ეგ, ჩემო კარგო, გათხოვებაზე ყოფილა გამწარებული, მასეთი ქალი რად მინდა!.. - იუარა გოგიმ.

გიორგი, ქუთაისი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით