ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- გაიგე, პოლიტიკოსები თუ გამართული ქართულით არ ილაპარაკებენ, ჯარიმა უნდა გადაიხადონო.

- ვაა, აბა, ბიძინა და მიშა ეყოფა მარტო ჩვენი ბიუჯეტის შევსებას.

- რამდენი წლის ხარ, გოგონი?

- ოცის...

- შარშანაც ოცის იყავი...

- არ მიყვარს სიტყვის გადათქმა...

ჭიჭიკია ნაზიკიას:

- გუშინ დაგინახე, მანქანაში ვიღაც კაცს კოცნიდი, ვინ იყო?!

- რა ფერის მანქანა იყო?...

მიხო ეუბნება თავის ქალიშვილს:

- მიხარია, შვილო, მიტუაანთ კოლამ შენი ხელი მთხოვა.

- არა, მამა, მე დედას ჯერ ვერ მოვშორდები.

- ნუ მოშორდები, მამა გენაცვალოს, თან წაიყვანე...

მიხომ ნაბახუსევზე გამოიღვიძა.‚პირი უშრება. წამოდგა, ონკანი მოუშვა და წყალს დაეწაფა. უცებ გაჩერდა და ცოლს გასძახა:

- მარო, ადე, დედაკაცო, ბალღებიც გააღვიძე, ნახე, კრანში რა გემრიელი წყალი მოდის!