პოლიტიკოსთა ქეიფი
14-10-2013
პოლიტიკოსთა ქეიფი
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საკრებულოს ,,ქართული ოცნების" დეპუტატებმა ბიუჯეტის ფულით რესტორანში მოილხინეს. "ნაციონალებმა" ისეთი ამბავი ატეხეს, გეგონებოდა, რესტორანი  და ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივი ხარჯვა პირველად გაიგესო. ,,ქართული ოცნების" დეპუტატებმა თავი იმართლეს, "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით სტუმრები იყვნენ ჩამოსული და ჩვენი ფულით ხომ არ ვაქეიფებდითო, თანაც სუფრა ქეიფის კი არა, უცხოელი სტუმრების უკეთ გაცნობისთვის გავშალეთო. Mმოკლედ, ამ შემთხვევის შემდეგ ჩვენ წარმოვიდგინეთ, როგორი იქნება პოლიტიკოსების ქეიფი და როგორ წარმოთქვამენ ისინი ცნობილ
სადღეგრძელოებს. მაშ, ასე:


მშვიდობას გაუმარჯოს, მეგობრებო, პან გი მუნის თამადობით!
გვესვას, გვეჭამოს, ერთმანეთი არ შეგვეჭამოს - ჩვენი პარლამენტის დეპუტატებს გაუმარჯოს, მთელი შემადგენლობით!
მოდი, ამ ჭიქით წასულების სადღეგრძელო ვთქვათ, ვინც წავი
და და უკან არ დაბრუნებულა, ჩვენს თვალებს დააკლდა, მაგრამ გულებს არ დააკლდება... იმათ გაუმარჯოს კარგი მენეჯერისა და ნიჭიერი კაცის, ზურაბ ადეიშვილის თამადობით!

მდგომიარე, მწოლიარე და მჯდომიარე გაჭირვებულები დავლოცოთ, სააკაშვილის, ჩიორას და ვანოს თამადობით!
ამ ჭიქით ყველა იმ ექსპერტს და ჟურნალისტს გაუმარჯოს, ვინც გაივლის, გამოივლის და მთავრობაზე, არც მეტი, არც ნაკლები, იმას იტყვის, რაც არის.
შემოფეთების სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ, იმ თვალების შემოფეთების, პარლამენტის ტრიბუნაზე რომ დგახარ, დარბაზს გადახედავ და რეგლამენტის მარადიულობას განატრებინებს. მარიამ საჯაიას და თინა ბოკუჩავას გაუმარჯოს!

ვისაც ჩვენთან ყოფნა უნდოდა და მიზეზთა გამო არ არიან, იმ ხალხს გაუმარჯოს კახა კუკავას და ჯონდი ბაღათურიას თამადობით.
არ არსებობს პარტია, ერთი კოლორიტი მაინც არ ჰყავდეს... მოდი, კოლორიტები დავლოცოთ, შალვას გაუმარჯოს ნათელაშვილს, თავის პარტიის წევრებიანად.
ალბათ, ყველას გვიოცნებია, ნეტა ასე იყოს, ნეტა ისე იყოსო... მოდი, ამ ჭიქით ჩვენს "ნეტას" - ნატოს გაუმარჯოს!
ბოლო სასმისი შევსვათ, - ჩვენს დაშლა-არმოშლას გაუმარჯოს, ირაკლი შიხიაშვილის თამადობით!


რედაქტორის რჩევით