ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ხედავ? - რუსებმა ოლიმპიადის მეჩირაღდნედ ის მფრინავი აირჩიეს, ვინც გორი დაბომბა...

- ეგენი ისე გვამწარებენ, ოლიმპიადაზე თუ წავედით, შეიძლება ოქროს მედლებიც კი ჩამოვიტანოთ...

ჭიჭიკია ეზოში მუშაობს. გამოიარა სიდედრმა.

ჭიჭიკია:

- ქალბატონო ნათელა, ერთი ეგ მავთული მომაწოდე, ძირს რომ აგდია.

სიდედრმა მიაწოდა.

ჭიჭიკია:

- ესე იგი ამ მავთულში დენი არ გადის...

გამომძიებელი ეკითხება ბრალდებულს:

- ეს დანა გეცნობათ?

- კი, რა თქმა უნდა, - პასუხობს ბრალდებული.

- ესე იგი აღიარებთ დანაშაულს?

- არა, ბატონო გამომძიებელო, უბრალოდ, სამი კვირაა, ყოველდღე მაჩვენებთ ამ დანას და დამამახსოვრდა.

კაცი რეკავს ცირკში.

- მახინჯები გჭირდებათ?

- გვჭირდება, რას შემოგვთავაზებთ?

- მე ორი თავი მაქვს.

- დაუჯერებელია...

- ერთ თავზე სამი ყური მაქვს, ხოლო მეორეზე - ოთხი თვალი...

- შესანიშნავია, აუცილებლად უნდა შევხვდეთ!

- კარგი, ხვალ დაგელოდებით მეტრო "რუსთაველთან" 11 სთ-ზე და რომ მიცნოთ, ხელში გაზეთი მეჭირება...