ვინ რა პრემიას იმსახურებს? - კვირის პალიტრა

ვინ რა პრემიას იმსახურებს?

გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე უპირებენ წარდგენას. სიმართლე გითხრათ, გავოცდით, თუმცა როგორც კი გაოცებამ გაგვიარა, გადავწყვიტეთ, სხვადასხვა ორგანიზაციას ჩვენც მივშველებოდით და შეგვეთავაზებინა კანდიდატები (არა მარტო საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან), რომლებიც ამა თუ იმ დარგში პრემიების მისანიჭებლად გამოადგებათ.

სილვიო ბერლუსკონი - მივანიჭოთ პრემია არასრულწლოვანთა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ბაშარ ასადი - პრემია სამოქალაქო მშვიდობის დარგში შეტანილი წვლილისთვის.

ალიევი და ნაზარბაევი - პრემია კონსტიტუციის დაცვისთვის.

კიმ ჩენ ირი - კომპიუტერული ტექნიკის და ინტერნეტსივრცის გავრცელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ელტონ ჯონი - ტრადიციების და ეთნოკულტურის დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ქართველი ფეხბურთელები წარვადგინოთ "ოქროს ბუცის" მოსაპოვებლად.

კინოფილმი ,,ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" წარვადგინოთ "ოსკარზე".

შალვა ნათელაშვილი გავგზავნოთ იუმორის მსოფლიო ფესტივალზე.

ბიძინა ივანიშვილი წარვადგინოთ არქაული ქართულის  გაშიფვრის საერთაშორისო პრემიაზე.

გიგი უგულავა წარვადგინოთ ეკონომიკურ პრემიაზე ტენდერების ჩატარების ნოვაციური სისტემების დანერგვისთვის.

მიხეილ სააკაშვილი წარვადგინოთ ნებისმიერ პრემიაზე, ოღონდ წავიდეს!..