ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- მოუსმინე, ბიძინამ რა თქვა? პელეს მეძახიანო.…

- აუ, ცუდადაა მაშინ საქმე.

- რატომ, შე კაცო?

- რატომ და, პელე რომ წავიდა ფეხბურთიდან, ბრაზილია 24 წელი ვერ გახდა ჩემპიონი.

გურული ბებო მზესუმზირას ყიდის სოფელში.

გაჩერდა უზარმაზარი შავი ჯიპი. გადმოვიდა გოგო და ეუბნება:

- ბები, ვისკი გაქვს?

- კი, ნენა!

- რომელი ვისკი გაქვს, ბებო?

- შენ რომელი გინდა, ნენა?

- "ჩივას რიგალი" გაქვს?

- კი, ნენა.

- "ჯეკ დენიელსი"?

- კი, ნენა, მაქვენ.

- მეკაიფები, ბებო, ხო?

- რავა, მე დევიწყე, ნენა?

მედიცინის დას ბრძოლის ველიდან ძლივს გამოჰყავს ორმეტრიანი დაჭრილი მეომარი.

- დამტოვე და თავი გადაირჩინე! – ეუბნება მებრძოლი.

- არ დაგტოვებ!

- მძიმე ვარ, დამტოვე!

- არა, მედპუნქტამდე მიყვანას შევძლებ...

- ცხენიდან მაინც ჩამომსვი...