ანეკდოტები
21-10-2013
ანეკდოტები
- მოუსმინე, ბიძინამ რა თქვა? პელეს მეძახიანო.…
- აუ, ცუდადაა მაშინ საქმე.
- რატომ, შე კაცო?
- რატომ და, პელე რომ წავიდა ფეხბურთიდან, ბრაზილია 24 წელი ვერ გახდა ჩემპიონი.









გურული ბებო მზესუმზირას ყიდის სოფელში.
გაჩერდა უზარმაზარი შავი ჯიპი. გადმოვიდა გოგო და ეუბნება:
- ბები, ვისკი გაქვს?
- კი, ნენა!
- რომელი ვისკი გაქვს, ბებო?
- შენ რომელი გინდა, ნენა?
- "ჩივას რიგალი" გაქვს?
-
კი, ნენა.
- "ჯეკ დენიელსი"?
- კი, ნენა, მაქვენ.
- მეკაიფები, ბებო, ხო?
- რავა, მე დევიწყე, ნენა?

მედიცინის დას ბრძოლის ველიდან ძლივს გამოჰყავს ორმეტრიანი დაჭრილი მეომარი.
- დამტოვე და თავი გადაირჩინე! – ეუბნება მებრძოლი.
- არ დაგტოვებ!
- მძიმე ვარ, დამტოვე!
- არა, მედპუნქტამდე მიყვანას შევძლებ...
- ცხენიდან მაინც ჩამომსვი...


დარია
04 ნოემბერი 2013 19:23
გაიხარეთ ავტორო,განსაკუთრებით გურულმა ბებომ გამამხიარულა,წარმატებებს გისურვებთ!

რედაქტორის რჩევით