ანეკდოტები
- რა გადაწყვიტე, ვის აძლევ ხმას?
- ვის უნდა ვაძლევდე, ბიძინამ თქვა, თუ ჩემს კანდიდატს არ მისცემთ ხმას, ენთუზიაზმი დამეკარგებაო და 7-მილიარდიანი ენთუზიაზმის დაკარგვა გვინდა ახლა ჩვენ?
ქმარი ცოლს:
- ძვირფასო, ხომ მასწავლი ამ ნამცხვრის რეცეპტს? ჩემი აზრით, შენი მეთოდი რევოლუციას მოახდენს გაჯის წარმოებაში.
- გამარჯობა, გივი...
- ვინ გივი, ქალბატონო, გვანცა ვარ...
- რა ვიცი, ჩემი ქმრის მობილურში გივი გქვია და...
ქმარი ცოლს:
- საყვარელო, მოდი, ეს შაბათ-კვირა ერთმანეთს რამით გავულამაზოთ.
- ძალიან კარგი იდეაა, საყვარელო... თანახმა ვარ.
- კარგი, მაშინ ორშაბათამდე კარგად!..
გურულს ეკითხებიან :
- "ვიაგრას" ტაბლეტებზე გაგიგია რამე?
- "ვიაგრა" რაია ძამა, რისთვის სვამენ?
- რისთვის და ორჯერ-სამჯერ რომ შეძლო ქალთან...
- რაია, დამაწყნარებელია?..