ფეხბურთელის დაწყევლა - კვირის პალიტრა

ფეხბურთელის დაწყევლა

წინა ნომერში სტადიონზე მომხდარი კურიოზი გამოქვეყნდა და მეც მინდა ერთი ასეთი ამბავი გავიხსენო. მოგეხსენებათ, საქართველოში ყველაზე მეტი მაყურებელი ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონზე დადის. რამდენიმე წლის წინ ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩს ვესწრებოდი. "ტორპედოში" მაშინ თამაშობდა თავდამსხმელი, გვარად კვატაშიძე. ერთ დროს კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ასაკმა უწია და ვეღარ დარბოდა. ერთ მომენტში "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბურდულმა კვატაშიძე მოცელა. სტადიონი წამით გაირინდა. ამ დროს ჩემ გვერდით მჯდომი ქუთაისელი წამოხტა და აღშფოთებულმა მიაძახა:

- რას უშვრები, შე ოხერო?! არ მეიყარე მაგის ხნის!

გ. ჯავახაძე. ქუთაისი