სამი მომეცი და... - კვირის პალიტრა

სამი მომეცი და...

ამას წინათ თბილისიდან გორში მივდიოდი სამარშრუტო ტაქსით. მოგეხსენებათ, სანამ მგზავრებით არ გაივსება, არ გადიან ხოლმე, ასე იყო ამჯერადაც. ძალიან ცხელოდა და ხალხი არ იყო, მძღოლი იგინებოდა და ამინდზე ბრაზობდა. ამ დროს "მარშრუტკაში" ამოვიდა შუახნის ქალი და მგზავრობის ღირებულება იკითხა.

- სამი ლარი, ქალბატონო, - უპასუხა მძღოლმა.

-  ორი ლარი მაქვს და ჩამათრიე გორამდე, - სთხოვა ქალმა.

- სამი ლარი მომეცით და ჩაგაბრძანებთ, ქალბატონო, - მოუჭრა მძღოლმა.

ჯუნა კ-შვილი, გორი