"ძამა, შენი გავსებულია მაგი სასაფლაო?"
25-11-2013
"ძამა, შენი გავსებულია მაგი სასაფლაო?"
ეს ამბავი იმ დროს მოხდა, როცა ინსტიტუტდამთავრებულებს სოფლებში ანაწილებდნენ სამუშაოდ. ასე მოხვდა ექიმი გოგი გურიის ერთ-ერთ სოფელში. მართალია, ექიმობით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ქეიფის დიდი მოტრფიალე იყო და სოფელსაც მალე შეაყვარა თავი.
10 წელი მდგმურად ცხოვრების შემდეგ სოფლის საბჭომ გადაწყვიტა, სახლი აეშენებინა გოგი ექიმისთვის. მთელი სოფელი უანგაროდ მუშაობდა და მალევე ჩააბარეს ორსართულიანი, კოპწია სახლი პატრონს.
ძალიან მოეწონა გოგის ინტერიერი, მერე აივანზე გავიდა და არაო, იყვირა, აქედან სასაფლაო ჩანსო. ერთმა გურულმა უმალ
უპასუხა:

- ძამა, შენი გავსებულია მაგი სასაფლაო და დანახვაც არ გინდაო?!

გურამ ცერცვაძე,
ოზურგეთი
მაგული
13 ივნისი 2017 15:54
სასჯელის უმაღლესი ზომა.
mzia
13 ივნისი 2017 08:21
ras ar itkvian gurulebi
.
01 მაისი 2015 06:04
ვერ ეტყოდა თუ?


რედაქტორის რჩევით