არ გვაქვს ბინა
02-12-2013
არ გვაქვს ბინა
1980 წელს მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მშვილდოსნობაში ქართველი ქეთევან ლოსაბერიძე გახდა. ვისაც ახსოვს ის დრო, დამეთანხმება, რომ ამ გამარჯვებამ საქართველოს უდიდესი სიხარული მოუტანა, ყველას ქეთევანის სახელი ეკერა პირზე, ბევრ ღონისძიებაზე იწვევდნენ და ყველგან პატივისცემით ხვდებოდნენ...
ეს კურიოზიც მაშინ მოხდა.

თბილისის ერთ-ერთი რაიონის რაიკომის მდივანი იყო მეტად სამართლიანი და იუმორის მოყვარული კაცი. ჰოდა, ამ რაიკომის მდივანთან მისულა ქეთევანის მამა - ბინა უთხოვია.

- ბოდიში, მაგრამ ბინები უკვე გავეცით და სამწუხაროდ, მომავალ
წლამდე აღარ გვექნება, - ამცნო მდივანმა მის წინ მჯდომ ლოსაბერიძის მამას, რომელმაც მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგინა თავი მდივანს:
- გასაგებია, მაგრამ მე ქეთევან ლოსაბერიძის მამა გახლავართ....
- მესმის, ბატონო, მაგრამ რა გიყოთ, აღ
არ არის ბინები, - ხელები გაშალა პარტიულმა ლიდერმა.
სახელოვანი მშვილდოსნის მამამ იფიქრა, ალბათ, არ იცის, ვინ არის ქეთევან ლოსაბერიძეო და ისევ გაუმეორა:
- იცით, თქვენ ალბათ ვერ გაიგეთ, მე ქეთევან ლოსაბერიძის მამა ვარ...
მდივანს გაბრაზება დაეტყო, მაგრამ შემდეგ იუმორმა სძლია და უპასუხა::
- ქეთევან ლოსაბერიძის კი არა, თუ გინდათ, რობინ ჰუდის მამა იყავით... რა ვქნა, ბინები არ არის და საიდან მოგცეთ?
ნ. მ. თბილისი.
მანანა ჩიქოვანი
12 იანვარი 2014 14:10
ოლიმპიელ ოქროსმედალოსნებს,რა ჯილდოები და ფულადი პრემიები ჰქონდათ და მარტო საბჭოთა კავშირში იყო გასცოდავებული,უბინაო და ღარიბი ჩემპიონები. გოგომ საქართველო ასახელა,საბჭოთა კავშირი ასახელა,რაიკომის მდივანი კიდე ეკაიფება,გინდა რობინ ჰუდის მამა იყავი,ბინა არ მაქვსო,ფულით ხომ იყო ბინები ვისაც გაუხარდებოდა?
kote
02 დეკემბერი 2013 19:16
იმდროინდელ სქაარტველოში ბევრი ჩემპიონი გვყავდა ვისი სახელებიც დღეს ბევრმა არც იცის.გახსოვტ მე ჩიბურდანიძის დედა გახლავარტო და სასიამოვნოა ქალბეტონო მე ელისო ვირსალაძის მამა ვარო?რომელი დრო ჯობია მაშინდელი ტუ ეხლანდელი ხალხი ქუჩაში რომ ვეღარ ცნობს ერტმანეტს?

რედაქტორის რჩევით