ცუდი ფეხის მეკვლე - კვირის პალიტრა

ცუდი ფეხის მეკვლე

როგორც მოგეხსენებათ, ქართული ტრადიციის მიხედვით, დიდი მნიშვნელობა აქვს, ახალი წლის ღამეს პირველი ვინ გესტუმრება. დაუვიწყარი ფილმი "კუჩხი

ბედინერიც" ხომ ამ თემას ეძღვნება. ეს ტრადიცია ბევრ ქართულ სოფელში დღესაც შემორჩენილია, და თუ ახალი წლის ღამეს კარგი ფეხის მქონე სტუმარი გეწვევათ, იმ წელს ხვავსა და ბარაქას უნდა ელოდოთ.

ზედიზედ სამი წელი იყო გივი სიმონის მეკვლე. პირველი "მეკვლეობის" შედეგად სიმონს ბაბუა გარდაეცვალა, თუმცა ეს გივისთვის არავის "დაუბრალებია". მეორე წელსაც გივი იყო მეკვლე, იანვარი გასული არ იყო, სიმონის ბაბუას ბებია მიჰყვა უკან. მესამე წელს გივი შემთხვევით გახდა სიმონის მეკვლე... მამა დაკარგა იმ წელს სიმონმა. შარშან, ახალ წელს, გივი ისევ მიადგა სიმონის სახლს, გაბრაზებულმა მასპინძელმა მიაძახა:

- რა გინდა გივი, ვერ ხედავ, მარტო რომ დავრჩი? გადადი ეგერ ჟორასთან, თორმეტნი არიან სახლში!!!

როინ გოგიბერიძე,

ვანი