პუტინი და მედვედევი სახრჩობელაზე - კვირის პალიტრა

პუტინი და მედვედევი სახრჩობელაზე

სააკაშვილმა დაიჭირა პუტინი და მედვედევი. აიყვანა სახრჩობელაზე და ეუბნება:

- ბოლო სურვილი შემიძლია შეგისრულოთ.

- ჩემი სურვილია, - ამბობს პუტინი - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნო.

- ეგ ორი სურვილია, ერთი ამოირჩიე...

- მაშინ სამხრეთ ოსეთი იყოს.

- შენ რა გინდა? - ჰკითხა მედვედევს.

- მაშინ მეც სამხრეთ ოსეთი მინდა! - ამოილუღლუღა დიმამ.

გელა ბერაძე, ქუთაისი