"სოციალურად დაუცველი"
30-12-2013
"სოციალურად დაუცველი"
მოგეხსენებათ, სოციალურად დაუცველთა პროგრამაში მოხვედრა მეტად რთულია და იმისათვის, რომ სახელმწიფოსგან ყოველთვიური დახმარება მიიღო, არ უნდა გქონდეს ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი და სხვა საოჯახო ტექნიკა. ხელმოკლედ ვცხოვრობთ და გადავწყვიტე, განცხადება შემეტანა. სამი დღის განმავლობაში მოვა ჩვენი სოციალური აგენტი თქვენთან და შეგამოწმებთო, მითხრეს მერიაში. რა თქმა უნდა, ცოტა ვიეშმაკე და ტელევიზორი, მაცივარი და სარეცხი მანქანა მეზობელთან გადავმალე. მეორე დღეს მართლაც მოვიდა სოციალური აგენტი, ბინა დაათვალიერა და ის იყო, საბუთების შევსებას შეუდგა,
რომ მეორე ოთახიდან ჩემი 3 წლის შვილი გამოვიდა და გახარებულმა მითხრა:
- დედიკო, ხომ მოვიდა ის კაცი, ჩამოვიტანოთ ახლა ტელევიზორი მანანა დეიდასგან...
ასე ჩამიშალა ,,გეგმა"" პატარა შვილმა, თუმცა აგენტი კი გულიანად აცინა.

ლალი. ბ-ძე. თბილისი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით