ვანოს წერილი მიშას
03-02-2014
ვანოს წერილი მიშას
(გალაკტიონისებურად)

შენ ლექციაზე იყავი, მიშა,
ხდებოდა ჩვენი
პარტიის კვდომა,
სანდომიანი უტიაშვილი
მწუხარე იყო, ვით
შემოდგომა...

ნერვიულობდა
და ცახცახებდა
,,ნაციონალთა" მთელი
კრებული -
გიგა, ჩიორა, გივი და გიგი
იყვნენ თოვლივით
გაფითრებული...

იტვირთებოდა ვიდეო იმ დღეს,
რად არ წავშალე,
ხომ ვარ სულელი!..
რაღა იქ ისმის გარკვევით ჩემი
სიტყვები, მუდამ
გაურკვეველი?

არ სჯერათ ჩემი
,,იმ ორი რუსის",
მიშა, ძვირფასო,
არვის არ სჯერა!
ნეტა რა იყო ეს ჩანაწერი -
გაჩალიჩება თუ ბედისწერა?

ციხესთან ვიღაც
მწარედ გოდებდა
და სათუთ სიტყვებს
ქარში ფანტავდა,
,,ვიხილე ვანო,
ფრთებმოტეხილი,
ეს ვანო იმ ძველ
ვანოს არ ჰგავდა..."

მე მახსოვს შენი ნაბიჯი ჩქარი,
შენზე ცუდის თქმას
ახლაც ვერ ვბედავ,
გადაიფრინე ვით
ცელქმა ქარმა,
მე კი ამ კედლებს
ვხეხავ და ვხეხავ...

ბრალდება ისევ
გადავიკითხე,
თავი მივანდე
ფიქრს
შეუწყვეტელს,
- ოჰ, მიშა, მიშა! -
აღმომხდა უცებ,
ღონემიხდილი
მივაწექ კედელს...

ასე მწუხარედ
ვფიქრობდი დიდხანს,
რაზე ვინ იცის,
ვინ იცის, მიშა!
და იმედები
გარეთ გასვლისა
წყალს მიჰყვებოდა,
ვით სველი ქვიშა...

ვთქვი: "ჩვენი ჟამი,
ჩვენი დიდება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
როგორ დამაგდო ასე ,,ოცნებამ",
როგორ შემაჭრა არწივის
ფრთები?

ან შენ ღიმილით რას
გიყვებოდი,
როგორ ვიჭერდი ფოტოაგენტებს?
ოცდაექვს მაისს რისთვის
ვარბევდი
ან რატომ ვჭედდი მე შვიდ
ნოემბერს?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც
მწყდებოდა გული,
და მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული...

თბილისი
Lela
10 ოქტომბერი 2016 17:29
Magariaaa..leqsi misha ki ara
soso
04 მარტი 2014 21:11
რა იდიოტობაა.
nana
03 თებერვალი 2014 20:15
დიდებულია! ყოჩაღ!

რედაქტორის რჩევით