წარწერები, რომლებიც არაფერს ცვლის - კვირის პალიტრა

წარწერები, რომლებიც არაფერს ცვლის

ქართველებს რომ კანონის მორჩილება არ გვიყვარს, არახალია, თუმცა ამკრძალავი წარწერები მაინც არსებობს, რომელთაც ყურადღებას არავინ აქცევს. არის მოწოდებები და შემეცნებითი წარწერებიც, რომლებსაც ასევე არავინ კითხულობს. ჩვენ რამდენიმე მათგანს წარვუდგენთ მკითხველს. მაშ, ასე, წარწერები და მოწოდებები, რომლებიც ქართველის ცხოვრებაში არაფერს ცვლის:

18 +

მოწევა კლავს!

სოხუმი - 400 კმ

ნაგავს ნუ დაყრით!

ლიფტში სამ კაცზე მეტი ნუ შეხვალთ!

მანქანას ნუ გააჩერებთ!

ეთერშია გადაცემა "სამოთხის ვაშლები"!

წარწერა გერბზე - ,,ძალა ერთობაშია!"

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა!

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჟენევის მოლაპარაკების 25-ე რაუნდი გაიმართება მარტის დასაწყისში.

მიკროავტობუსში მგზავრების დადგომა არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება!

თავისუფლება ვანოს!