ორმოცდააათ დოლარ!.. - კვირის პალიტრა

ორმოცდააათ დოლარ!..

ეს მართლაც რომ კურიოზი წინასაახალწლოდ გადამხდა. 31 დეკემბერია და პეკინზე მაღაზიიდან მაღაზიაში დავდივარ, მოულოდნელად წინ 70 წლამდე ხელჯოხიანი,

გამხდარი და გაცვეთილპალტოიანი მოხუცი მამაკაცი გადამიდგა, მეგონა მათხოვარი იყო და ჯიბეში ხურდა ფულს დავუწყე ძებნა, მაგრამ მან ჩემდა გასაკვირად, ხრინწიანი ხმით ამოილუღლუღა:

- რაააამდენი წლიიიის ხააარ?

- 24-ის, - მივუგე გაკვირვებულმა.

- ორმაცდააათ... - დაიძახა მან და მუდარით მომაჩერდა.

- რა ორმოცდაათ, ბაბუ?! - გამიკვირდა მე.

- ორმოცდაააათ დოოოლარს მოოგცემ და გააავერთოთ... - ეშმაკურად მითხრა და მწვანე დოლარები დამანახა.

ეკა, თბილისი