შეკითხვები, რომლის დასმას აზრი არა აქვს - კვირის პალიტრა

შეკითხვები, რომლის დასმას აზრი არა აქვს

დღევანდელ საქართველოში არიან ჟურნალისტები, რომლებიც რესპონდენტებს ხშირად უსვამენ ისეთ შეკითხვებს, რომელთა პასუხი წინასწარ იციან, თუმცა მაინც ჯიუტად აგრძელებენ თავისას. ჩვენ ვცადეთ, კოლეგებს საქმე გავუიოლოთ და შევაგროვეთ ის შეკითხვები, რომელთა დასმას ამა თუ იმ რესპონდენტისთვის აზრი არა აქვს. მაგალითად:

აკაკი მინაშვილს არ უნდა ჰკითხო: "მიგაჩნიათ თუ არა ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ?"

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს: "მოიგებს თქვენი გუნდი ამ თამაშს?"

გიორგი მარგველაშვილს: "ხომ არ აპირებთ რომელიმე მინისტრის გადაყენებას?"

შორენა ბეგაშვილს: "ამ საღამოს რას აკეთებთ?"

ნოდარ ხადურს: "ჩალაღაჯი უფრო გემრიელია თუ მწვადი წალამზე?"

კახი კალაძეს: "რა აკავშირებს ერთმანეთთან ჩაკეტილ კონტურში გამავალ ელექტრონულ დენსა და მის ირგვლივ წარმოქმნილ მაგნიტურ ველს?"

მიხეილ სააკაშვილს: "გსურთ თუ არა კიდევ ერთხელ გახდეთ საქართველოს პრეზიდენტი?"

ბიძინა ივანიშვილს: "გსურთ თუ არა, კიდევ ერთხელ გახდეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი?"

ზამთრის ოლიმპიადის ქართველ მონაწილეებს: "რატომ დარჩით მედლების გარეშე?"

ნებისმიერ ქართველს: "უყურებთ თუ არა პირველ არხს?"

ანდერს ფოგ რასმუსენს: "როდის მიგვიღებთ ნატოში?"

ირაკლი შიხიაშვილს: "არის თუ არა პოლიტიკოსისთვის მთავარი პრინციპები?"

გიგი უგულავას: "სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერის მოგება ნებისმიერ ფირმას შეუძლია?"

თეა წულუკიანს: "როდის აპირებთ ოჯახის შექმნას?"