ტელეგადაცემების ნამდვილი სახელწოდებები - კვირის პალიტრა

ტელეგადაცემების ნამდვილი სახელწოდებები

ქართულ ტელესივრცეში ბევრი პოპულარული გადაცემაა, რომელთაც ხალხი თვალმოუშორებლად უყურებს. რა თქმა უნდა, ამ გადაცემებს სახელები დიდი ხნის წინ შეურჩიეს, მაგრამ მათი შინაარსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი აზრით, სულ სხვა სახელები უნდა ერქვას. მაგალითად:

,,გააცინე და მოიგე" შევცვალოთ სახელწოდებით - ,,იქნებ მარწყვი ბარათი გავისტუმრო."

,,კურიერს" უნდა ერქვას -,,ნაციონალები 30 პროცენტამდე რომ ავიყვანოთ, ისიც კარგია!"

,,პროფილს" - ,,ხახვის დაჭრის მაგიერ..."

,,რეაქციას" - ,,მოემზადეთ... ბოქს!"

,,იღბლიან ბორბალს" - ,,გოგო სჯობია."

,,სამოთხის ვაშლებს" დავუტოვოთ სახელი - მაინც არავინ უყურებს.

სპორტულ გადაცემა ,,არენას" - ,,რაგბი რომ არა, დაგვხურავდნენ".

,,სხვა შუადღეს" - ,,ყველა ხართ და უდუმაშვილს რას ერჩოდით?"

,,სუბიექტურ აზრს" - ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც... ძუ..."

,,ცეკვავენ ვარსკვლავებს" უნდა ერქვას მხოლოდ ,,ცეკვავენ."

,,ბიზნესკურიერს" - ,,ან მე, ან ხადური!"

,,ბასტი-ბუბუს" - ,,ჩემი დროის ბასტი-ბუბუ სჯობდა, ბაბუ!"

,,მოგზაურობას გიო გაბუნიასთან ერთად" - "წამყვანი ტელევიზიის დირექტორის ძმაკაცია..."

,,კულინარიულ დუელს" - ,,კარგ საჭმელს მაინც უყურეთ ..."