ვინ რომელ სპორტში გამოდგებოდა
17-03-2014
ვინ რომელ სპორტში გამოდგებოდა
დაწყნარებულ და დალაგებულ ქვეყნებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ხშირად ტარდება სამოყვარულო ჩემპიონატები, რომელშიც პოლიტიკოსებიც მონაწილეობენ. არცთუ იშვიათად კი დიდი სპორტსმენები კარიერის დამთავრების შემდეგ დიდ პოლიტიკაში წასულან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის წინააღმდეგები არა ვართ, მაგრამ თუ სპორტიდან პოლიტიკაში წასვლა შესაძლებელია, რატომ არ შეიძლება პირიქით მოხდეს? ამ იდეას ჩავეჭიდეთ, კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ჩვენს პოლიტიკოსებს და შევეცადეთ, წარმოგვედგინა, ვინ რომელი სპორტის სახეობას შეეფერებოდა. მაშ, ასე:


ბიძინა ივანიშვილი - ძალოსანი. აქ მთავარია სიმძიმე
ასწიო, დააფიქსირო სამი წამი და წახვიდე.
ზურაბ ადეიშვილი - მოფარიკავე. აქაც არ ჩანს სპორტსმენი.
ეკა ბესელია - ჩოგბურთელი. სხვა თუ არაფერი, დარტყმის დროს ხმით შეაშინებს მოწინააღმდეგეს.
ვანო მერაბიშვილი - მოჭადრაკე. მისწრებაა ახლა მისთვის ეს სპორტი.
მიხეილ სააკაშვილი - კალათბურთელი. ამერიკაში ძალიან უყვართ ეს სპორტი.
კახა
კალაძე - ფეხბურთელი. ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ შეძლებს თამაშს, თანაც ეს საქმე უკეთ იცის.
გიორგი ვაშაძე - მძლეოსანი. თუმცა შეიძლება დოპინგის მიღებისთვის მოხსნან ტურნირიდან.
ნოდარ ხადური - სპორტსმენად არა, მაგრამ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელად გამოდგებოდა. ინტერვიუში იტყოდა, წავაგეთ, მაგრამ ეს კარგია ქართული ფეხბურთისთვისო.
ირაკლი შიხიაშვილი - ხუთჭიდი. ამ სპორტში ბევრი სახეობა შედის და ხან ერთ სახეობაში გამოვიდოდა, ხან მეორეში.
გიორგი მარგველაშვილი - ფრენბურთელი. თუ ვინმე ბურთს აუწევს, ,,ტოპკას"" დაარტყამს.
ირაკლი ღარიბაშვილი - ტრამპლინიდან მხტომელი. მაგან ისეთი ნახტომი გააკეთა, იქაც ვერავინ აჯობებს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით