სიბრძნის სიმფონია
24-03-2014
სიბრძნის სიმფონია
დღეს გადავწყვიტეთ, ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ოდნავ გადაგვეკეთებინა და ავტორთა ნაცვლად დღევანდელი პოლიტელიტის გვარები მიგვეწერა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გაგვიჭირდა - ცალკე ამ ძალიან ჭკვიანი ადამიანების დღევანდელ პოლიტელიტასთან მისადაგება, ცალკე იმის გვეშინოდა, ამ ადამიანების სული არ შეგვეწუხებინა. ბოლოს მაინც გავრისკეთ და არცთუ ურიგო გამონათქვამები გამოგვივიდა.

ორიგინალი:

ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო, სხვა ყველაფერი სიყალბეა.
რემარკი
კაცმა ყოველდღე უნდა მოისმინოს ერთი მუსიკა, თვალი შეავლოს ერთ ნახატს და წაიკითხოს რომელიმე ბრძნული გამონათქვამი.
გოეთე

ორი რამ აკვირვებს ჩემს სულს: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში.
კანტი
ქალისა და მამაკაცის მეგობრობას ხელს უშლის დაღამება.
ბისმარკი
თუ გსურს, მოიქცე ბრძნულად, მოუსმინე ცოლს და გააკეთე საწინააღმდეგო.
სტენდალი

მომეცით საყრდენი წერტილი და დედამიწას ადგილიდან დავძრავ.
არქიმედე
სიდიადიდან არარაობამდე ერთი
ნაბიჯია.
ნაპოლეონი

დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობისა, მაგრამ უკეთესი ჯერ არ არსებობს.
ჩერჩილი

თანამედროვე ვარიანტი:

"მიშა ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო, სხვა დანარჩენი სიყალბეა."             
ირაკლი შიხიაშვილი
"კაცმა ყოვედღე უნდა მოისმინოს ბიძინას ბრძნული გამონათქვამი, თვალი შეავლოს ვიდეოკადრებს და წაიკითხოს თუნდაც ერთი შოკისმომგვრელი ინფორმაცია."
ირაკლი ღარიბაშვილი
"ორი რამ აკვირვებს ჩემს სულს: ლარის კურსი ჩემს ზემოთ და ამდენი მწვადი ჩემში."
ნოდარ ხადური

,,ნაციონალების" და ,,ქართული ოცნების" მეგობრობას საფრთხეს უქმნის ინგა გრიგოლია.
რიჩარდ ნორლანდი
"უკრაინელებო, თუ გსურთ  მოიქცეთ ბრძნულად, მოუსმინეთ სააკაშვილს და გააკეთეთ საწინააღმდეგო."
ბიძინა ივანიშვილი                     
"მომეცით ბიძინა ივანიშვილი და მთელ ქვეყანას ამოვატრიალებ."
დავით ნარმანია     
"პრეზიდენტობიდან მოწმეობამდე ერთი ნაბიჯია."
მიხეილ სააკაშვილი   
"მოსმენები ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობისა, მაგრამ უკეთესი ჯერ არ არსებობს."
ალექსანდრე ჭიკაიძე

Zaza
28 მარტი 2014 02:06
რა სისულელეა, არაფრის მთქმელი, ეს უფრო ვანოს შოუს მოუხდებოდა ბლაგვი იუმორით.
აზდაკი))
24 მარტი 2014 16:26
გგგგენიალურრრრია:)))))))"


უკრაინელებო, თუ გსურთ მოიქცეთ ბრძნულად, მოუსმინეთ სააკაშვილს და გააკეთეთ საწინააღმდეგო.":)))))))

რედაქტორის რჩევით