თითს დავკარგავ?
31-03-2014
თითს დავკარგავ?
რამდენიმე წლის წინ ჩემს მეგობარს ხელზე მანქანამ გადაუარა. ალბათ, იკითხავთ, ხელზე როგორ უნდა გადაუაროს მანქანამო, მაგრამ შემთხვევა მეტად კურიოზული იყო.
საერთო მეგობრის მანქანით სანადიროდ ვიყავით, მანქანა აღმართში გავაჩერეთ. გოგას მძღოლმა სთხოვა, საბურავთან ქვა დაედო, რომ არ დაგორებულიყო, მანაც ქვა დაუდო და მანქანა სწორედ ამ დროს დაიძრა... რა თქმა უნდა, მაშინვე საავადმყოფოში გავაქანეთ ჩვენს ძმაკაცთან, ქირურგ ავთო ბ.-ძესთან რომელიც სამეგობროში ენაკვიმატობით გამოირჩევა. ექიმმა პაციენტს ჭრილობა დაუმუშავა, თითები გაუსინჯა და თავი გადააქნია,
ნეკის გარდა სხვა თითები საღი აქვსო, თქვა.

გოგა შეშინდა, ხომ არ დავკარგავ ნეკსო. ავთომ რომ არაფერი უპასუხა, კიდევ ჰკითხა, მითხარი, ძმურად, თითს ხომ არ დავკარგავო; ისევ რომ არ უპასუხა, მესამედაც გაუმეორა, კაცო, თითს დავკარგავ თუ არაო, და ავთომაც სერიოზულად უპასუხა, გააჩნია, სად დადებო. როგორ უნდა
გაგეცინა, მაგრამ პაციენტმაც ვერ შეიკავა თავი და ქირურგის ოთახი ხარხარმა შეძრა. გოგას კი თითი  გადაურჩა.

გურამ ბ-ძე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით