ლექს NEWS-ები - კვირის პალიტრა

ლექს NEWS-ები

პოლიტიკისგან, მკითხველო,

თუ დაიღალე, ვეცდებით,

ცოტათი მაინც გაგართოთ,

ამბები გითხრათ ლექსებით.

გასულ კვირასაც ხმაური

არ მოჰკლებია მედიას,

ისევ შემოსწყრა ბრიფინგზე

შიხიაშვილი სევდიას.

პროკურატურა ბოლო დროს

თანდათან უფრო ხურდება,

მოწმედ ვიბარებ მიშასო, -

ააფრიალა უწყება.

უთხრეს, ჩამოდი, მერე კი

საქმეს შემოვდებთ თაროზე,

მიშამ თქვა: - ვაი,

თქვენს პატრონს,

მასე ამბობდით ბაჩოზეც!

ნატოში ვერ მიგიღებთო,

გამოგვიცხადა ობამამ.

ფუ, რა

ტყუილად

ვიწვალეთ,

ამის დედაც და

ობამაც!!!

მარგველაშვილი ტოივო

კლაარს შეხვდა და იცინა:

პირველად ვხვდები უცხოელს,

რომ არ იცისო

ბიძინამ.

გაერომ

უკრაინელებს

უთხრა, გიჭერთო

მტკიცედ მხარს,

ეჰ, ძმებო, ეგეთი მტკიცე

მილიონ ას ჩვიდმეტი გვაქვს.

უკვე იმდენჯერ იჩხუბეს

,,ნაცმა" და მელორ ვაჩნაძემ,

სულ მალე, ალბათ,

ერთმანეთს

დაპატიჟებენ ვახშამზე.

შს მინისტრმა გვამცნო, რომ

რუსისგან საფრთხე

არ გველის,

რა გულუბრყვილო ვინმეა

პუტკუნა და საყვარელი.

დოლარის კურსი

ამ კვირას

1,8-მდე მივიდა,

არ არის კარგი საცქერად

ხადურის ღაბაბივითა.