პოლიტპოეზია - კვირის პალიტრა

პოლიტპოეზია

პოლიტიკურ ჩხუბს, მკითხველო,

გასულ კვირაშიც ვერ ავცდით,

ისევ გაძუყნეს ,,ნაცები"

ქუთაისსა და თელავში.

უსუფაშვილმა მიმართა

მთელი მსოფლიოს ლიდერებს:

,,მალე ჩვენ მოგვადგებიან,

თუკი დროზე არ გვიშველეთ,

ყირიმის შემდეგ რუსები

აქეთ წამოვლენ ტანკებით

რუკას წერტილად შემოვრჩით

და იქიდანაც გავქრებით!"

ცოლი კი ევროსაბჭოში

რომ გამოვიდა წინა დღით,

სიტყვა თქვა - შეშურდებოდა

"ვეფხისტყაოსნის" თინათინს.

ექსცესი მოხდა 9 აპრილს

რუსეთის დროშა რომ დაწვეს.

,,არ იყო მაგი რუსეთის," -

ცრემლი მოადგა სლოვაკეთს.

ბოდიშით, ძმებო, ვინც დაწვა,

შეცდომას შეხვდა გაგებით,

საიდან უნდა სცოდნოდა,

მოადგილეა გამგებლის.

გავრცელდა ინფორმაცია

უცნაური და მაზალო -

პარლამენტს დაუფიქსირდა

1700 შატალო!

რუსეთი ვერ ისარგებლებს

ევროსაბჭოს ხმის უფლებით,

თორემ რომ ჰქონდა, მოთხოვნებს

ხომ ასრულებდა უკლებლივ...

ეს ნატო ისევ ისე დუმს,

ეჰ, ძმებო, ბედი რაში გვაქვს!

აქუს მეუღლის არ იყოს -

მართლა რო მაგარ ტრ..ში ვართ!