"რა გზით მევიდა, მაგ მოსასპობი?"
21-04-2014
"რა გზით მევიდა, მაგ მოსასპობი?"
ეს ამბავი ჩოხატაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე წლის წინ მოხდა.
სამუშაოდან შინ დაბრუნებულ ვალიკოს გაანჩხლებული ცოლი კართან დახვდა:

- ან ეგ კატა იქნება ამ სახლში, ან მე! - განუცხადა ქსენიამ.
- რას ერჩი, ქალო, მაგ კატას, თაგვებს ქე იჭერს და გენოციდს ვერ მოაწყობს.
- მარტო თაგვებს? ხალამს ხდის თავსახურს და სულგუნებსაც შესანიშნავად იჭერს. რაი გაჭამო ახლა შენ? - ცრემლი მოადგა თვალზე მეუღლეს.
მართალია, ვალიკო კატის დასჯის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მისი
მშიერი დარჩენა ფისუნიას დაბრალდა, ამიტომ იძულებული გახდა, მსუნაგი ცხოველი თავიდან მოეშორებინა.

მეორე დღეს კატა ტომარაში ჩასვა და ტყისკენ გასწია. გეზი მარჯვნივ აიღო. ორი საათი იარა და კატა გაუშვა, მაგრამ რად გინდა - სახლში დაბრუნებულს კატა შინ დახვდა. ისევ ჩასვა ტომარაში, ისევ გასწია ტყისკენ, ამჯერად მარცხნივ
იარა მთელი საათი... მაგრამ ამჯერადაც იგივე განმეორდა - ფისუნია შინ დახვდა.
ახლა მართლა გაბრაზდა ვალიკო, მეორე დღეს  დილაადრიან ადგა, ტომარა ზურგზე მოიგდო და ტყეში შევიდა. ჯერ მარცხნივ იარა კარგა ხანს, მერე პირდაპირ, მერე მარჯვნივ, მერე ისევ პირდაპირ, მერე ისევ მარცხნივ და გაუშვა.
გავიდა რამდენიმე საათი და ვალიკო ცოლს ურეკავს:
- ქსენია, კატა მევიდა სახლში, ხო?
- კი, მევიდა, რავა, რა იყო?
- ჰკითხე ერთი, რა გზით მევიდა, მაგ მოსასპობი, ვეღარ ვაგნებ სახლს!..

გივი ბ-ძე. ჩოხატაური
მამია ლაბაძე
06 თებერვალი 2015 11:53
...იგივე მდგომარეობაში მყოფმა ჩემმა ახლობელმა ტომარაში ჩამწყვდეული კატა კლდეზე გადააგდო და მიაძახა ,,შენ მოსვლამდე არაფერი მეტკინოსო"-სახლში მისულს კატაც სახლში დახვდა...
დარია
03 მაისი 2014 17:05
გენაცვალეთ ჩემო ტკბილო გურულებო გულშიც და იუმორშიც!
nati
24 აპრილი 2014 15:01
ჰა ჰა ჰა

რედაქტორის რჩევით