სომეხი პარიკმახერი
28-04-2014
სომეხი პარიკმახერი
ალბათ ყველამ იცის, ვინ იყო ნიაზ დიასამიძე. მის იუმორზე ბევრი დაწერილა და შეიძლება ბევრმა იცის კიდეც ეს ამბავი, მაგრამ იმდენად სასაცილოა, მინდა დაბეჭდოთ და ვინც არ იცის, ისიამოვნოს.
ნიაზი ხშირად დადიოდა ერთ სომეხ პარიკმახერ აშოტასთან. ერთხელ აშოტამ ეს ჩვენი ნიაზა ცუდად გაკრიჭა, რის გამოც ნიაზი კარგა ხანს საპარიკმახეროში არ შესულა. სამი თვის შემდეგ, როგორც იქნა, მივიდა აშოტასთან. გახარებულმა პარიკმახერმა შესძახა:

- ვა, ნიაზჯან, სად იყავი აქამდე?
- სომხეთში ვიყავი, აშოტ.
- ვა, კარგია, მოგეწონა?
- ძალიან, აშოტ, ტბაზე წამიყვანეს, მიმიქარავს ჩვენი რიწა და პალიასტომი.
- სევანზე იყავი, ნიაზჯან? - გაუხარდა აშოტას შექება.
- კი, სევანზე, მანდ თევზი მაჭამეს, ახლოს ვერ მივა ჩვენი კალმახი გემოთი.
- იშხანი ჭამე, ნიაზჯან? - სომეხი სიხარულისგან ფრინავდა.
- ეგ იყო,
ხო... მერე ეკლესიაში წავედი, იქ ტერტერა წირავდა, ყველამ დაიჩოქა, ჩემ გარდა. მე ვუთხარი, თქვენ გრიგორიანელები ხართ, მე - მართლმადიდებელი-მეთქი. ტერტერამ მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს, შვილო ჩემო, ყველანი ქრისტიანები არ ვართო?
- მერე, მერე რა მოხდა? - პარიკმახერი უკვე სიხარულისგან ტიროდა.
- მერე მოვიდა ჩემთან ტერტერა და თავზე ხელი დამადო.
- რაო, რა გითხრა? - არ ცხრებოდა აშოტა.
- რაო და, რას გიგავს ეგ თავი, ვინ გაგპარსა, მე იმისი ასე და ისეო....
აშოტას სავარცხელი ხელიდან გაუვარდა.

თამაზ ქადაგიძე. თბილისი
sofo
16 აგვისტო 2017 16:14
Deda icnobda da axlos iyo niazis ojaxtan, niazize roca miyveboda isic utqvams miazis sheezlo sonagogashic eloca, tadzarshic da mechetshic, misnairi qartvelebi agar arian is erti iyo da morcha.
atato
24 აგვისტო 2016 09:50
აჭარაში (და სრულიად საქართველოშიც) ბევრი გვარის წარმოშობის ადგილი სამცხე-ჯავახეთია,აჭარაში კი ამ გვარის ფუძეა სოფელი გულები ქედის რაიონში, იქედან ნაწილი შუახევის რაიონის სოფ. ჩანჩხალოში გადასულა...სოციალისტურ წყობაში მოქალაქეთა დიდი ნაწილი ან ათეისტი იყო, ან არ აღიარებდა საქვეყნოდ რწმენას.ნათლობით ბევრი იყო ქრისტიანი, მცირე ნაწილი-მუსლიმიც.მეჩეთში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დადიოდა...
ლევანი
27 ივნისი 2015 21:52
დიასამიძეების გვარი მესხურია, კერძოდ სამცხედან. მათ სოფელს აწყვიტა ქვია, ასპინძის რაიონშია დღეს... მაგრამ რადგან დიდი თავადები იყვნენ, მთელ მესხეთში ფლობდნენ მიწებს და საკმაოდ გავრცელებული გვარია არამარტო მესხეთში.

რედაქტორის რჩევით