გრძელი რიგი - კვირის პალიტრა

გრძელი რიგი

ეს ამბავი გურიაში მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მოხდა, იმ დროს, როცა მაღაზიებთან პროდუქტებზე გრძელი რიგები იდგა. ერთ-ერთი ასეთი უგრძესი რიგი საქონლის ხორცზე იყო. მიუხედავად ქაოსური სიტუაციისა, I ჯგუფის ინვალიდებს ურიგოდ უშვებდნენ. ერთმა ნაფრონტალმა გურულმა ურიგოდ აიღო ხორცი და უკან ბრუნდება, თუმცა ვაი, ასეთ დაბრუნებას - ოფლში გახვითქული და ტანსაცმელშემოძარცული ძლივს მიარღვევს ხალხს. ამ დროს ერთმა გურულმა იცნო და შესძახა:

- ამას რატომ მიეცით ურიგოდ? ეს მეორე ჯგუფის ინვალიდია!

ომის ვეტერანი დაიბნა, თუმცა გამოსავალი მაშინვე იპოვა:

- მართალი ხარ, ძამა, მარა, მე რომ აქედან გამოვალ, I ჯგუფი გარანტირებული მაქვს.

ყველას გაეცინა.

გივი მელაშვილი,

თბილისი