"ხადავიკის" წერილი შეყვარებულს
05-05-2014
"ხადავიკის" წერილი შეყვარებულს
ჩემო ძვირფასო და ჩემი სულის მოტორო, როცა დაგინახე, თვალები თურქული ჰალოგენებივით ამიელვარდა, გული ,,კრესტავინასავით” ამიკვნესდა და მუხლები ,,რადიატორის" პროპელერივით ამიცახცახდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, როგორც "ბმვ იქს-5"-ს ბენზინიდან გაზზე გადაყვანისას. ,,აბგონზე"” გასული მარჯვენასაჭიანი მანქანის მძღოლივით მომეღრიცა კისერი და დამწყები ელექტრიკოსივით” ვლუღლუღებდი. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა ერთმანეთს შევხვდით, შენი მკლავები ახალშეღებილი ,,კრილოებივით" ლაპლაპებდნენ, მკერდი კი გახსნილი აირბაგებივით ამოგბურცვოდა. ფეხები ძალიან ჰგავდნენ "დომკრატზე" შეყენებულ "მერსედესს". მე ვერ მოვითმინე და ისე სწრაფად აგავსე
სასიყვარულო სიტყვებით, როგორც ,,კომპრესორმა" - დაშვებული ,,პაკრიშკა". შენ მისმენდი და ბენზინის ,,დაჩიკივით" წითლდებოდი, აღელვებისგან აჭრელებული ღაწვები კი ,,სავეტსკი სვეჩებივით" დაგისველდა. მეც ვეღარ მოვითმინე და ,,შესტოის ბარდაჩოკივით" გაბერილ ტუჩებზე დაგეკონე.

ჩვენს შორის ყველაფერი ისე მალე მოხდა, როგორც ნომრების აღება რუსთავში. თუმცა უნდა გითხრა, რომ ჩემი ოცნებები
ისე დაიმსხვრა, როგორც ,,პავაროტნიკის" ჩინური "ლამპოჩკები". სულ მალე ჩვენს ურთიერთობაში ,,პერებოი" გაჩნდა და ეს მხოლოდ დედაშენის ბრალია. ერთხელ სამსახურში ბოლო ,,ვიპუსკი"” "ფერარივით" მომივარდა და გერმანული "კერხერივით" ახრიალდა. ამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს ისე დავშორდით, როგორც თურქული ტრაილერის კაბინა” ,,პრიცეპკას" და ჩვენი სიყვარულის "ტპიტრონიკისგან" მოგონების ავტომატიკა დარჩა. მას შემდეგ ისე გელოდები, როგორც ინტერნეტით გამოწერილ მანქანას ელოდებიან ფოთის პორტში. ერთი სული მაქვს, როდის გადაგეხვევი ისე, როგორც გაწყვეტილი "რემენი" - პროპელერს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით