თოხი ზამთარში?! - კვირის პალიტრა

თოხი ზამთარში?!

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ სოფელ მეჯვრისხევში მოხდა. ახალი წლის მეორე დღეს დიდი თოვლი მოვიდა. ვასილ გოგიაშვილის სახლთან დილაადრიან ვიღაცის ხმა

გაისმა. თბილისიდან ჩამოსული ვასილის შვილი, ტიტიკო მიეგება სტუმარს, რომელიც სასმლის დიდად მოყვარული მეზობელი, ვახო აღმოჩნდა.

- რა გინდოდა, ვახო? - ჰკითხა ტიტიკომ.

- რა მინდოდა და... - დაიბნა ვახო, - თოხი!

ტიტიკომ თოხი გამოიტანა, მისცა სტუმარს და შინ შევიდა.

- ვინ იყო და რა უნდოდა? - ჰკითხა ვასილმა შვილს.

- ვახო იყო, თოხი მთხოვა და მივეცი, - უპასუხა ტიტიკომ წყნარად.

მოხუც მამას სიცილი აუტყდა:

- გაგიჟდი, შვილო? ვინ თოხნის მეტრიან თოვლში? ალბათ დალევა უნდოდა, მიდი, შემოაბრუნე, მაგის ცოდო არ დაიდო! - დაადევნა ტიტიკო მეზობელს, თვითონ კი მარანში ჩავიდა.