ქუთაისელი ჰოკეისტები - კვირის პალიტრა

ქუთაისელი ჰოკეისტები

რას არ მოაფიქრებინებს გაჭირვება ქართველს და მით უმეტეს, ქუთაისელს. როცა ჩვენი ქვეყნიდან სამსახურის საძებნელად  ხალხმა უცხოეთში გადახვეწა დაიწყო, ბევრმა

ყველა ღონეს მიმართა, რომ საზღვარი გადაეკვეთა, ან კონსულები და ელჩები დაერწმუნებინა, თქვენს ქვეყანაში მხოლოდ სამოგზაუროდ მივდივარო.

იმ წელიწადს კანადაში ჭიდაობაში რაღაც ტურნირი ეწყობოდა, მაგრამ ქართველმა მოჭიდავეებმა ვერაფრით დაარწმუნეს მკვახე ხასიათის კონსული, რომ ტურნირის დამთავრების შემდეგ იქ არ დარჩებოდნენ. მMოკლედ, იმ წელს კონსულის გადამკიდე, საქართველოდან კანადაში ოფიციალურად ვერავინ წავიდა, გარდა იმ 8 ქუთაისელისა, რომლებიც ახლაც იქ არიან. მათ ძალზე ორიგინალურად გააცურეს კანადის კონსული. აი, როგორ მოახერხეს ეს:

როგორც მოგეხსენებათ, ჰოკეი კანადაში გამოიგონეს და ეს სპორტი მათი ეროვნული სიამაყეა. ჰოდა, ამ ჩვენმა ქუთათურებმა შეიკერეს ჰოკეისტების ფორმები, სადღაც მინდორზე მოასხეს წყალი, ზამთარი იყო და მეორე დღეს მოლიპული დახვდათ, დაიწყეს ვითომ თამაში უციგურებოდ, სახლში თხილისგან გამოთლილი ჯოხებით, ყველაფერი გადაიღეს კამერით და კონსულს მიუტანეს, თან განცხადებაც მიაყოლეს, რომ ძალიან გვიყვარს ჰოკეი, მაგრამ არა გვაქვს პირობები, კარგად რომ შევისწავლოთ სპორტის ეს ყველაზე ლამაზი სახეობაო. გულაჩუყებულმა კონსულმა ყველას დართო ნება, კანადაში გამგზავრებისა. ეგ კი არა, ისიც კი "შეუსწორა", რომ გუნდისთვის 10 კაცი მაინცაა აუცილებელიო, ქუთაისელებს კიდევ ორი "ჰოკეისტის" პოვნა, რა თქმა უნდა, არ გასჭირვებიათ.

თემურ გიკაშვილი, თბილისი