სხვისი ცნობა
29-12-2014
სხვისი ცნობა
ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჩემს მეზობლად ცხოვრობს მეტად წყნარი და პატიოსანი შუახნის კაცი, ნუგზარი. მთელ უბანს ძალიან უყვარს და ყველა პატივს სცემს. ბატონმა ნუგზარმა პატიოსანი შრომით ფული შეაგროვა და მანქანის ყიდვა გადაწყვიტა, თუმცა, მანამდე მართვის მოწმობა ჰქონდა ასაღები. მთელი თვე მეცადინეობდა, კარგად ისწავლა საგამოცდო ბილეთები და გამოცდის დღეს მთხოვა, გავყოლოდი. უარს როგორ ვეტყოდი და წავედით. მოგეხსენებათ, სხვა საბუთებთან ერთად იქ აუცილებელია წარადგინო ჯანმრთელობის ცნობა. გზად შევიარეთ პოლიკლინიკაში. წლის
ბოლოა და ძალიან ბევრი ხალხი იდგა რიგში, როგორც იქნა მოვიდა ბატონი ნუგზარის დროც, მისცეს ცნობა და რუსთავისკენ ავიღეთ გეზი. გამოცდა მალევე ჩააბარა და იმ მამაკაცთან მივიდა, ვინც ,,პრავებს" არიგებდა. რამდენიმე წუთში ჩოჩქოლი ატყდა და ამ ჩვენი წყნარი ნუგზარის ყვირილი და გინებაც გავიგონე. გაოცებული მივვარდი. აცახცახებულ
ნუგზარს რამდენიმე კაცი ძლივს აკავებდა, იქით კი მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ცხარობდა. გაოცებულმა ვიკითხე, რა ხდება-მეთქი. ნუგზარმა სრულიად სერიოზულად ამიხსნა - რომ მივედი, ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადა ხმამაღლა და თან დააყოლა, სამი თვის ფეხმძიმე ყოფილხარ და არ უნდა იცოდეო? მისმა ნათქვამმა გარშემო მყოფთა სიცილი გამოიწვია, მე კი ჯანმრთელობის ცნობას დავხედე. მართალი უთქვამს-მეთქი, ვუთხარი და საბუთი ვაჩვენე. როგორც შემდეგ გაირკვა, პოლიკლინიკაში, იმდენ ხალხში, ექიმს შეშლია და ვიღაც ქალის მონაცემები ნუგზარის ცნობაში ჩაუწერია.

გიორგი. თბილისი.


gio
06 თებერვალი 2015 05:50
namdvilad ci cava ki..
tata
02 იანვარი 2015 11:03
სქესიც ხომ არ დაუწერიატ რას ელოდებოდა გოგოს ტუ ბიჭსს? მაგის ექიმსს წერა სცოდნია მაგრამ კიტხვისა ტა მოგახსენოტ ვერ გაურკვევია ქალის ანკეტას ავსებდა ტუ კაცისს. კიდევ მაგრადდ მოაწყეტ ნაცნობობიტ დებილი ნატესავები და წინ რაკეტასავიტ წავა საქარტველო.

რედაქტორის რჩევით