იქნებ ცოლები გაგვეცვალა?
23-02-2015
იქნებ ცოლები გაგვეცვალა?
ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა გურიაში. მოგეხსენებათ, გურულებს და აჭარლებს საერთო საზღვარი აქვთ და ყანების თოხნა გვერდიგვერდ უწევთ. ჰოდა, გაუთავებლად ეტრაბახებიან ერთმანეთს, ვის უფრო კარგი მოსავალი აქვს. შუადღის მზე როცა დააცხუნებს, ერთად ისვენებენ ხის ჩრდილში და ლაპარაკობენ ქვეყნის და მსოფლიოს ჭირ-ვარამზე.

გურული კოლია და აჭარელი მურმანა ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ყანაში. მურმანა მშრომელი კაცი იყო და ყოველთვის თავი მოჰქონდა თავისი ყანითა და სახლ-კარით. კოლია ცოტა ზარმაცი კი იყო, მაგრამ სამაგიეროდ,
როგორც ყველა გურული, ენაკვიმატი. სისხლს უშრობდა მეზობელს, ისეთ რაღაცებს ეუბნებოდა. იმ დღესაც მურმანამ თითქმის დაამთავრა მუშაობა და დასასვენებლად ჩამოჯდა. კოლია კარგა ხნის წამოწოლილი იყო და ელოდა. ბევრი იმუსაიფეს ყველაფერზე - პოლიტიკით დაიწყეს და ამინდით დაამთავრეს, ბოლოს კი ცოლების ქებაზე გადავიდნენ.

- აი ჩემი ცოლი, ჭოვ,
ლოგინში გიჟია, გამცვითა კაცი... მარა აი საჭმელების კეთება არ იცის კარგად... - თქვა მურმანამ.
- აპა ჩემი ცოლი ლოგინში ჯირკივითაა, სამაგიეროდ, საჭმელებს აკეთებს იმნაირს, თითებს ჩეიკვნეტ... - უპასუხა კოლიამ.
- მოი, რა ვქნათ, იცი? - მოჭუტა თვალი მურმანამ, იფიქრა გავეხუმრებიო, - გავცვალოთ ცოლები, მასე თუა.
კოლია არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა:
- გაცვლა რად გვინდა, ძამა, შენი ვიხმაროთ და ჩემი საჭმელს გაგვიკეთებს.

გურამ ბ-ძე. ოზურგეთი

zoro
25 იანვარი 2017 10:58
ანეგდოტმა გაასწორა მაგრამ ეკამ ყველაზე მაგრად:))) და თან ამ ბოლო დროს ეკა სახელი ტბილისში ძალიან პოპულარულია:)))
bebuta
26 დეკემბერი 2016 01:37
მაგარია
Teo
31 აგვისტო 2016 12:27
Ras vardebit xalxno xumroba da anegdotebi ar ucit? Gaigime da gaatare ra rad unda enamwaroba da wakbenebi via xmareba sityvaze ecineba tu gurulia kvimatobaze...es mozalebuli nervebi sxva rameze gadaitanet

რედაქტორის რჩევით