ცოლის რეაქცია
16-03-2015
ცოლის რეაქცია
ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა.
ჩემს თანამშრომელს, ლევანს, სამსახურში მოულოდნელად მუცელი ასტკივდა. სასწრაფოს გამოძახებას ვარჩიეთ, მეორე თანამშრომლისთვის გვეთხოვა მისი საავადმყოფოში წაყვანა. მარის უარი არ უთქვამს. ექიმმა გასინჯა თუ არა, ბრმა ნაწლავის სასწრაფო ოპერაციაა საჭიროო, გვითხრა. სანამ საოპერაციოში შეიყვანდნენ, ლევანმა მთხოვა, ჩემი ტელეფონი აიღე და თიკოს, ჩემს მეუღლეს, მესიჯი მისწერე, შეატყობინე, სადაც ვარო. ტექსტიც მიკარნახა: ,,საყვარელო, საავადმყოფოში ვარ. მუცელი ამტკივდა, სასწრაფოს აღარ დაველოდე და მარიმ წამომიყვანა მანქანით. აქ მითხრეს, ოპერაცია
უნდა გაგიკეთოთო. ახლავე წამოდი.~ რამდენიმე წამში პასუხი მოვიდა. მაშინ არა, მაგრამ ყველაფერი კარგად რომ დამთავრდა, კარგად ვიცინეთ ლევანის ცოლის პასუხზე. ალბათ, ვერც წარმოიდგენთ, რა მოსწერა საყვარელმა მეუღლემ საოპერაციოდ გამზადებულ ქმარს: ,,მარი ვინაა?~

ზ. ცაგარეიშვილი. თბილისი
ნანა
27 აპრილი 2017 22:35
იმ ქმარსაც რაში სჭირდებოდა დაკონკრეტება, თუ ვინ წამოიყვანა
ნინა
27 აპრილი 2017 19:55
რაზეც თვითონ გაამახვილა ყურადღება ცოლმაც ის პასუხი დაუბრუნა...რა აუცილებელი იყო გაშიფვრა ვინ წაიყვანა და რატომ. მიეწერა სად იყო და რატომ.
swori kitcva dasva
27 აპრილი 2017 16:50
swori kit va dasva radgan gajirvebashi kvelaze axlobel adamians urekaven an stxoven xolme daxmarebas

რედაქტორის რჩევით