პროფესიონალი დალაქი - კვირის პალიტრა

პროფესიონალი დალაქი

შაქრო იმერეთის ერთ-ერთ სოფელში თითქმის 30 წელია დალაქად მუშაობს. მოგეხსენებათ, სოფლის სადალაქო ხალხის თავშეყრის საუკეთესო ადგილად ითვლება.

იქ რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობენ, ისე რომ მსჯელობდნენ მთავრობაში, რაღა გაგვიჭირდებოდა. მეც ხშირი სტუმარი ვარ შაქროს "რეზიდენციის". ამას წინათ კი ასეთ კურიოზს შევესწარი: სადალაქოში ხანში შესული, უცნობი მამაკაცი შემოვიდა და შაქროს თმის გაკრეჭა სთხოვა.

მანაც მაკრატელი მოიმარჯვა და საქმეს შეუდგა, მალე კიდევ რამდენიმე კლიენტი შემოვიდა და შაქრომაც მოუჩქარა. მოკლედ, როგორც ბიზნესმენები იტყვიან, ხარისხს რაოდენობა ამჯობინა. დაამთავრა შაქრომ უცხოს გაკრეჭა და კლიენტმა 50-ლარიანი მიაწოდა. - უკაცრავად, მაგრამ ამის ხურდა არ მაქვსო, - მოუბოდიშა შაქრომ. - ხურდა კი არა, გასვენებაში მივდიოდი. მოჰკიდე ახლა ამ ფულს ხელი და წაიღე, ჩემი სახელით გადახურე, ამ თავით სად გამოვჩნდეო!..

ვეფხია გოგაძე, ქუთაისი