პირველი ევრორემონტი - კვირის პალიტრა

პირველი ევრორემონტი

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ქვეყანაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, ათასი ჯურის შეიარაღებული ფორმირებები დაძრწოდნენ და ყაჩაღობათა რიცხვიც დღითი დღე

მატულობდა. იური მ. რაიონში გავლენიანი კაცი იყო, რომელსაც კომუნისტების დროს საქმოსანს ეძახდნენ, ახლა კი კომერსანტი შეარქვეს.

ბიზნესსაც მალე აუღო იურიმ ალღო და ბლომად ფულიც იშოვა, პარალელურად "მხედრიონის" ადგილობრივ შეფთანაც "მეგობრობდა". იმ დროს იურიმ სახლში ევრორემონტი გააკეთა. მაშინ ეს ახალი ხილი იყო და ხალხი რემონტის დასათვალიერებლად მიდიოდა. მასპინძელიც უარს არავის ეუბნებოდა და "გიდობასაც" უწევდა სტუმრებს. ევრორემონტის ამბავმა "მხედრიონის" ადგილობრივი შეფის ყურამდეც მიაღწია. დაიბარა იური და უსაყვედურა: - რა არის, შე კაცო, მთელ რაიონს დაათვალიერებინე შენი ახალი რემონტი და მე რა დავაშავეო.

- კარგი რა, სიმონიჩ, - უპასუხა იურიმ, - შენ რომ ჩემი რემონტი ნახო, მერე არც მე დამეძინება მშვიდად და არც შენ და რატომ ვიწვალოთო. შეფს გულიანად გაეცინა და მართალი ხარო, - უთხრა.

ბესო, თბილისი