ქალი თავდაცვის მინისტრის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კვირის პალიტრა

ქალი თავდაცვის მინისტრის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი

1) ჯარისკაცებისთვის გაკეთებულ საჭმელს რამე რომ დააკლონ, მინისტრს ვერ გამოაპარებენ.

2)    რუსებმა ომი რომ დაგვიწყონ, დასავლეთში გავრცელდება ინფორმაცია: პუტინი სამხრეთში ამორძალებს ებრძვისო.

3) სამხედრო დაზვერვა წარმატებული გახდება _ ქალური ინტუიცია მაინც სხვაა.

4) ქალი მინისტრი, კაცთან შედარებით, უფრო ადრე აღმოაჩენს მოღალატეს.

5) მოგეხსენებათ, შვედეთის, ნორვეგიის, ჰოლანდიისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები ქალები არიან და როცა ჩვენი მინისტრი მათ შეხვდება, გავიგებთ შვედეთის, გერმანიის, ჰოლანდიისა და ნორვეგიის სამხედრო საიდუმლოებებს.

უარყოფითი

1) მეუღლესთან კონფლიქტი რომ მოუვიდეს და თქვას, გაწყდა კაცების სინსილაო, მისი ნათქვამი მუქარად არ დარჩება და მართლა შეასრულებს.

2) ჩვენს ჯარისკაცებს ხშირად მოუხდებათ ღია ცის ქვეშ ძილი, რადგან ყაზარმებში სულ რემონტი იქნება.

3) ჯარში დაირღვევა დილით 1 წუთში ჩაცმის წესი, რადგან თვითონ მინისტრს 15 წუთი მარტო მაკიაჟისთვის დასჭირდება.

4) ქალი თავდაცვის მინისტრის მეშვეობით სხვა ქალები გაიგებენ, რომ სრულიად შესაძლებელია, მამაკაცმა ყოველდღე წვერი გაიპარსოს, არ დალიოს და ყველა ბრძანება შეასრულოს.

5) ჰოლანდიის, შვედეთის, ნორვეგიისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები გაიგებენ ჩვენს სამხედრო საიდუმლოებებს.